ფინეთი შეურთდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც რუსული თვითმფრინავებისთვის თავიანთი საჰაერო სივრცე დახურეს. ამის შესახებ ტრანსპორტისა და კომუნიკაციის მინისტრმა ტიმო ჰარაკამ განაცხადა.
"ფინეთი რუსული თვითმფრინავებისათვის საჰაერო სივრცეს დახურავს", - დაწერა მან Twitter-ზე.
მედიის ცნობით, ანალოგიური გადაწყეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები - ინდივიდუალურად მიმართავენ, რადგან აღნიშნული საკითხი ეროვნულ კომპეტენციას წარმოადგენს.
არაოფიციალური ინფორმაციით, უახლოეს ხანებში აღნიშნულ სანქციას შეურთდებიან ირლანდია, დანია და შვედეთიც.
რუსული თვითმფრინავებისთვის თავიანთი საჰერო სივრცის დახურვის გადაწყვეტილება უკვე მიიღეს ბალტიის ქვეყნებმა, პოლონეთმა, ჩეხეთმა, რუმინეთმა, ბულგარეთმა და ბრიტანეთმა.