ლონდონის სამეფო ოპერის თეატრმა Covent Garden-მა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო, მოსკოვის დიდი თეატრის (ბოლშოი) არტისტების გასტროლებს ვეღარ მიიღებს.
რუსეთის სახელმწიფო აკადემიური დიდი თეატრის გასტროლები 16 ივლისიდან 14 აგვისტომდე უნდა გამართულიყო. დაგეგმილი იყო 21 სპექტაკლი, რომელიც უკრაინაში რუსული აგრესიის გამო აღარ გაიმართება.
"სამწუხაროდ, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, გასტროლები აღარ გაიმართება", - აღნიშნულია ლონდონის თეატრის განცხადებაში.
ბოლშოი თეატრის გასტროლები ბოლოს ლონდონში 2019 წელს გაიმართა.