დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ლიზ ტრასმა შეადგინა რუსი ოლიგარქების სია, რომლებიც უმკაცრეს სანქციებს დაექვემდებარებიან. იუწყება The Times.
ტრასმა განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში შეზღუდვები დაუწესდება კლეპტოკრატების უფრო მეტ რაოდენობას. "თქვენთან მოვიდვართ", - მიმართა ტრასმა ოლიგარქებს.
ამასთან, აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინის რეჟიმთან დაკავშირებული უმდიდრესი ადამიანები, რომლებიც ლონდონის იურიდიულ ფირმებს იყენებდნენ, ვერსად დაიმალებიან.
პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკვე გამოაცხადა ყველაზე მკაცრი ეკონომიკური სანქციები, როგორიც "რუსეთს არასდროს აქამდე უნახავს".
აქტივები გაეყინა და მოგზაურობა აეკრძალა რვა ოლიგარქს, ასევე 100-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს და შვილობილ კომპანიებს.