გერმანია, ევროკავშირის უკანასკნელი სახელმწიფო, რომელიც ბოლო დრომდე თავს იკავებდა რუსეთის SWIFT-დან გათიშვის მხარდაჭერისგან, დათანხმდა ამ სანქციას. ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი იტყობინება.
იოზვიაკმა ტვიტერზე დაწერა, რომ გერმანია დათანხმდა "SWIFT-ის სანქციას". კორესპონდენტს არ დაუკონკრეტებია თავისი წყაროები.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ, უნგრეთი, კვიპროსი, იტალია და საფრანგეთი არ შეეწინააღმდეგებიან რუსეთის SWIFT-დან გარიცხვას.