პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიცკის განცხადებით,, უნგრეთი SWIFT-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან რუსეთის გათიშვას მხარს უჭერს.
როგორც მორავეცკი აცხადებს, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს უკვე ესაუბრა.
"დღეს კიდევ ერთხელ ვესაუბრე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს. მან კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს, მათ შორის SWIFT-ის სისტემის გათიშვის შესახებ", - წერს მატეუშ მორავიცკი "ტვიტერზე".
მანამდე ცნობილი გახდა, რომ, კვიპროსი, იტალია და საფრანგეთი არ შეეწინააღმდეგებიან რუსეთის SWIFT-დან გარიცხვას. ამ დროისთვის, ბუნდოვანი რჩება გერმანიის პოზიცია, რომელიც ბოლო დრომდე ამ ნაბიჯის წინააღმდეგ გამოდიოდა.