ესტონეთი რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს.
"ესტონეთი უერთდება პოლონეთის ინიციატივას და კრძალავს ყველა რუსულ ავიაკომპანის მიერ ჩვენი საჰაერო სივრცით სარგებლობას", - იტყობინება ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.
"ჩვენ ვამზადებთ წინადადებას შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, რომლის მიხედვითაც იგეგმება რუსული ავიახაზებისთვის ესტონეთის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა. მოვუწოდებ ჩვენს ბალტიისპირელ კოლეგებს, რომ იგივე გააკეთონ, რათა რუსეთი მოკვეთონ ევროპული საჰაერო სივრციდან", - დასძინა მინისტრმა
"ევროპა უნდა იყოს ერთიანი და მტკიცე უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ. დიდება უკრაინას!" - თქვა მინისტრმა.
მანამდე რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დაკეტეს პოლონეთმა, ჩეხეთმა ბულგარეთმა და დიდმა ბრიტანეთმა.