საქართველოს პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესამსახური ავრცელებს.
მათვე ცნობით, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.
"პრეზიდენტმა მიშელმა, საქართველოს პრეზიდენეტი უახლოეს დღეებში სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მიიწვია", - იტყობინება პრეზიენტის ადმინისტრაციის პრესამსახური.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პრეზიდენტმა მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უახლოეს დღეებში სამუშაო ვიზიტით პარიზში მიიწვია.