ხვალიდან, 27 თებერვლიდან, თბილისის ყველა მოქმედ ტაძარში, წინმაძღვრებთან შეთანხმებით, დაიწყება პროდუქტისა და პირველადი დახმარების მედიკამენტების შეგროვება უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით:
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ინიციატივითა და ორგანიზებითა ა.წ. 27 თებერვლიდან, კვირიდან, თბილისის ყველა მოქმედ ტაძარში, წინმაძღვრებთან შეთანხმებით, დაიწყება არაფუჭებადი პროდუქტისა (ბურღულეული, ზეთი, ფქვილი წყალი ა.შ. ) და პირველადი დახმარების მედიკამენტების შეგროვება უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით.
ეპარქიებში კი გზავნილის მიტანის ადგილს ადგილობრივი მღვდელმთავარი განსაზღვრავს. მხარდამჭერი „ჩოხოსანთა საზოგადოება“
გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ამ ღვთისსათნო საქმეში.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!" ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.