უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, უკრაინის ჯარი იარაღის დაყრას არ აპირებს. პრეზიდენტმა ვიდეო სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ვრცელდება ბევრი დეზინფორმაცია.
„დილა მშვიდობის! ვრცელდება ძალიან ბევრი დეზინფორმაცია, თითქოს ჯარს იარაღის დაყრისკენ მოვუწოდებ და ევაკუაციას ვაპირებ. მოკლედ, ასე: მე აქ ვარ, არანაირ იარაღს ჩვენ არ ვყრით! დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, იმიტომ რომ ჩვენი იარაღი ჩვენი სიმართლეა. ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი შვილები და ამ ყველაფერს ჩვენ დავიცავთ. დიდება უკრაინას“, - განაცხადა მან.