ევროპის უმრავლეს ქვეყანასა და კანადაში მოქმედმა მობილურმა ოპერატორებმა უკრაინაში სატელეფონო ზარების საფასური გააუქმეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
"მობილურმა ოპერატორებმა კანადაში, ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ფინეთში, სლოვაკეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, შვედეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ჩეხეთში, პოლონეთში, ხორვატიაში, სერბეთში, ბოსნია და ჰერცოგოვინაში გააუქმეს სატელეფონო ზარების საფასური უკრაინაში. ასეთია რეალური სოლიდარობის გამოვლინება ჩვენი სახელმწიფოსა და მისი ხალხის მიმართ“, - წერს კულება Facebook-ზე.
"უკრაინა დაიმახსოვრებს ყველა ქვეყანას, საერთაშორისო ორგანიზაციას, ბიზნესს, ადამიანს, ვინც უკან არ გადგა, არ გამოიჩინა თვალთმაქცობა და ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინელების გვერდიგვერდ იდგა", - დასძინა მან.
პარასკევს ცნობილი გახდა, რომ ირლანდიის მთავრობამ საგანგებო გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც უკრაინის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.