26 თებერვლიდან რუსეთის თვითმფრინავებს აეკრძალებათ დაშვება ჩეხეთის აეროპორტებში, - ამის თაობაზე ინფორმაცია 25 თებერვალს ჩეხეთში უკრაინის ელჩმა, ევგენი პერებიინისმა გაავრცელა.
"ჩეხეთის ტრანსპორტის მინისტრმა, მარტინ კუპკამ, მაცნობა, რომ დღეს ღამის 00:00 საათიდან ჩეხეთი კრძალავს თავის აეროპორტებში ნებისმიერი რუსული თვითმფრინავის დაშვებას. აგრესორის გარშემო იზოლაციის რკალი ფართოვდება", - დაწერა ტვიტერში ჩეხეთში უკრაინის ელჩმა.