ბრიუსელში, ნატოს ლიდერების საგანგებო სამიტი გაიმართა, სადაც რუსული ინტერვენციის შედეგად, უკრაინაში შექმნილ მგდგომარეობაზე იმსჯელეს.
ნატოს სამიტზე, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გამოვიდა მოწოდებით, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ გაითიშოს SWIFT-ის საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან.
"პრემიერმა დაჟინებით მოუწოდა ლიდერებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები რუსეთის SWIFT-იდან გათიშვისთვის, რათა მაქსიმალური ტკივილი მიაყენონ პრეზიდენტ პუტინს და მის რეჟიმს", - აცხადებს ბორის ჯონსონის პრესსპიკერი.
მისი განცხადებით, პრემიერმა გააფრთხილა ლიდერები, რომ რუსეთის პრეზიდენტის ამბიციები შესაძლოა უკრაინაზე არ გაჩერდეს. ჯონსონის თქმით, ეს არის ევროატლანტიკური კრიზისი გლობალური შედეგებით.
ბორის ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში კატასტროფა ტრიალებს და დასავლეთი ვალდებულია დაუყოვნებლივ იმოქმედოს, რათა პრეზიდენტი პუტინი შეაჩეროს.
შეგახსენებთ, 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა.