ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ბრიუსელში, თავდაცვის ალიანსის შტაბ-ბინიდან პრესკონფერენციას მართავს.
პრესკონფერენციას წინ უსწრებდა ალიანსის ლიდერების საგანგებო სამიტი.
სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმა, გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან და განაახლოს მშვიდობიანი დიალოგი.
"ეს კრიზისი ყველაზე ახდენს გავლენას", - დასძინა მან.
ამავდროულად, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიზნები მხოლოდ "უკრაინით არ შემოიფარგლება".
ნატოს ლიდერების სამიტის შემდეგ გავრცელდა ერთობლივი განცხადება, სადაც მოკავშირეები აცხადებენ, რომ რუსეთის შემოჭრის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპაში უფრო მეტ სამხედროს განათავსებენ.
ნატო მოუწოდებს მოსკოვს, გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან და "უკან დაიხიოს აგრესიის გზიდან, რომელიც აირჩია".
"პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება უკრაინაზე თავდასხმის შესახებ არის საშინელი სტრატეგიული შეცდომა, რომლისთვისაც რუსეთი გადაიხდის მძიმე ფასს, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად, წლების განმავლობაში", - ნათქვამია განცხადებაში.