საფრანგეთი უკრაინას თავდაცვით აღჭურვილობას მიაწვდის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა.
მაკრონის თქმით, საფრანგეთი უკრაინას დამატებით 300 მილიონი ევროს ოდენობის საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს და უზრუნველყოფს თავდაცვითი მასალებით, რომელსაც ქვეყანა საჭიროებს.
პრეზიდენტ მაკრონს არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის აღჭურვილობაზეა საუბარი.
საფრანგეთი უკრაინას უკრაინას ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევდა.