აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრებთან საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხები განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მხარე ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით შეხვედრაში მონაწილეობა იმიღეს ე.წ. ვიცე პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა. ე.წ. პრემიერ მინისტრმა სერგეი შამბამ. აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა ოთარ ხეციამ და სხვებმა.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელბეისას აფხაზური მხარე იუწყება, რომ შეხვედრა დახურული იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილებოდა მდინარე ენგურზე ე.წ. სახელმწიფო საზღვრის კეთილმოწყობისა და აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარების კონპლექსური გეგმის დაფინანსების საკითხები. მათივე ინფორმაციით, ასევე ისაუბრეს ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების საკითხებზეც.
აფხაზური მედია ასევე იუწყება, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი ობიექტების საკითხებს.
ბაღაფში ასევე შეეხო რუსული მხარისათვის აფხაზეთში არსებული განსაკუთრებული დანიშნულების ობიექტების რუსეთის ფედერაციისათვის გადაცემას.
"სამიდან ორი ობიექტი უკვე კარგა ხანია რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სტრუქტურების განკარგულებაში იმყოფება. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მესამე ობიექტის შესახებ. მათი დასრულების შემდეგ კი ჩემს გადაწყვეტილებას კანონდებლებს ვაცნობებ" - განაცხადა შეხვედრაზე სერგეი ბაღაფშმა.