აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში რუსეთის ფედერაციის საანგარიშო პალატის წარმომადგენელს სერგეი იაბუხინს შეხვდება.
იაბუხინი ამჟამად სეპარატისტულ აფხაზეთში იმყოფება.
აღნიშნული ინფორმაცის გავრცელებისას აფხაზური მხარე არ აკონკრეტებს, თუ რა საკითხებზე იქნება საუბარი ბაღაფშსა და იაბუხისნის შეხვედრის დროს.
ინფორმაცია აღნიშნული შეხვედრის შესახებ აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო ინფორმაციის სამმართველოს ხელმძღვანელმა კრისტიან ბჟანიამ დაადასტურა.