ირაკლი ღარიბაშვილი არის ბუტაფორია და ის ბიძინა ივანიშვილს განასახიერებს, - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.
მისი თქმით, პუტინი მალე პირს წაიმტვრევს და ის ვინც ფსონს დებს პუტინზე ის იქნება დამარცხებული.
"მე მინდა უკრაინელებს მოვუწოდო გვაპატიოს, რომ ასეთი ხელისუფლება გვყავს. საქართველოს მთავრობა არ გამოხატავს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას", - აცხადებს დეკანოიძე.
შეგახსენებთ, ცოტა ხნით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს, რუსეთის წინააღმდეგ [უკრაინაში შეჭრის გამო] დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს. ღარიბაშვილმა ისიც თქვა, რომ ვერ უკრაინაში ჩავა სოლიდარობის გამოსახატად, რადგან "საჰაერო სივრცე დაკეტილია".
ამავდროულად, ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის არავითარი საჭიროება არ არსებობს. მისი თქმით, საქართველოს მზად არის უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს.
ოპოზიციამ საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თხოვნით 24 თებერვალს მიმართა. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას სხდომის დანიშვნის თაობაზე.
"ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ არ მიიღებდა სხდომაში მონაწილეობას იმის გამო, რომ ოპოზიცია უკრაინის საკითხს შიდაპარტიული დღის წესრიგისთვის იყენებს.
ფოტო: RFE/RL