რუსეთს პუტინის აგრესია დაუჯდება მძიმე ფასად ეკონომიკურად, სტრატეგიულად, ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
როგორც ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მთელი მსოფლიო ხედავს, რომ რუსეთს სურს აღადგინოს რუსეთის იმპერია, ყველა საშუალებით, რომ შეცვალოს მსოფლიო ძალით.
„პუტინის ხაზი ძალიან მძიმე მომავალს უსახავს მსოფლიოს, მაგრამ მას წინ აღუდგება აშშ და ყველა სხვა თავისუფალი სამყარო. ჩვენ უფრო ძლიერები, უფრო გაერთიანებულები და უფრო მიზანმიმართულები გამოვალთ. რუსეთს პუტინის აგრესია დაუჯდება მძიმე ფასად ეკონომიკურად, სტრატეგიულად, ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ. პუტინი იქნება საერთაშორისო არენიდან გარიყული. ისტორიაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ პუტინის არჩევანი, აბსოლუტურად გაუმართლებელი ომის დაწყება უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთს უფრო დაასუსტებს და უფრო გააძლიერებს დანარჩენ მსოფლიოს. დემოკრატია, ადამიანის ღირსება, ეს გახლავთ გაცილებით ძლიერი ძალები, ვიდრე ზეწოლა, წნეხი და ტირანები, როგორც პუტინია, მას ვერ ამოძირკვავს, ვერ წაშლის ადამიანების გულებიდან, ადამიანის ოცნებიდან დაშინების ქმედებით. ჩვენ ვხედავთ დემოკრატიასა და ავოტოკრატიას შორის ბრძოლას. თავისუფალი ნება გაიმარჯვებს. დარწმუნებული იყავით, ჩვენ დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას“, – განაცხადა ბაიდენმა.