კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ კიევში კომენდანტის საათი გამოაცხადა.
"კიევი დღეიდან აწესებს კომენდანტის საათს, ის 22:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. ეს არის იძულებითი ნაბიჯი, მაგრამ სამხედრო აგრესიის და საომარი მდგომარეობის ამჟამინდელ პირობებში ეს აუცილებელია დედაქალაქის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის", - ნათქვამია კლიჩკოს განცხადებაში.
კიევის მერის განცხადებით, კომენდანტის საათის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს. თუმცა მეტროსადგურები იქნება ხელმისაწვდომი, როგორც თავშესაფარი.
ამასთან, კიევის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, კომენტანდის საათის დაწყებამდე დაბრუნდნენ სახლებში.
"თუკი კომენდანტის საათის განმავლობაში, დაგჭირდებათ ქალაქში გადაადგილება, ეს ეხებათ ჟურნალისტებს და კრიტიკული ინფრასტრუქტურის საწარმოების თანამშრომლებს, აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები", - აცხადებს კლიჩკო.