ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ, დაიკავონ ატომური ელექტროსადგური პრიპიატთან, ჩრდილოეთ უკრაინაში.
მისი თქმით, უკრაინული ძალები "წირავენ სიცოცხლეს, რათა 1986 წლის ტრაგედია [ჩერნობილის კატასტროფა] არ განმეორდეს".
"რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. ჩვენი მეომრები სიცოცხლეს წირავენ, რომ 1986 წლის ტრაგედია არ განმეორდეს. ეს ნიშნავს ომის გამოცხადებას მთელი ევროპისთვის", - წერს ზელენსკი.