ლატვია რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას აჩერებს. განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩმა.
ამავდროულად, უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთიდან კონსულტაციებისთვის გაიწვევს ლატვიის ელჩ მარის რიექსტინს.
"ასევე, გადავწყვიტე, შევაჩერო რუსეთის მოქალაქეებისთვის ლატვიის ვიზების გაცემა, გარდა განსაკუთრებული ჰუმანიტარული მიზნებისა", - თქვა რინკევიჩმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეხეთმაც შეაჩერა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა.
კიდევ უფრო ადრე, ბელგიის მიგრაციის მინისტრი გამოვიდა მოწოდებით, ევროკავშირმა რუსეთის ყველა მოქალაქისთვის შეაჩეროს ვიზების გაცემა.