უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის არმია კიევის ოლქის საზღვრის გარღვევას ცდილობს.
სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, რომ მტრის სამხედრო ტექნიკა "ვილჩას" გამშვები პუნქტიდან შევიდა.
"მიმდინარეობს სასაზღვრო დანაყოფების გადანაწილება სათადარიგო პოზიციებზე და ისინი მოქმედებენ უკრაინის არმიასთან და ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობით", - ნათქვამია განცხადებაში.
კიევის ოლქი ბელარუსის ტერიტორიას ესაზღვრება.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დღეს დილით, დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. 24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის არმია თავს დაესხა უკრაინას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
რუსეთის ჯარებმა განახორციელეს სარაკეტო თავდასხმები ბორისპოლის, ოზერნის, კულბაკინოს, ჩუგუევის, კრამატორსკის, ჩერნობაევკას აეროდრომებზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე.