უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მთავრობა იარაღას გადასცემს ყველა მოქალაქეს, ვისაც შეუძლია და სურს სამშობლოს დაცვა. ამის შესახებ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ დავიწყებთ იარაღის გადაცემას ყველა მოქალაქისთვის, ვისაც ძალუძს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა. უკრაინელი ხალხის მომავალი თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული. ყველა, ვისაც აქვს საბრძოლო გამოცდილება და შეუძლია შეუერთდეს უკრაინის დაცვას, დაუყოვნებლივ უნდა მივიდეს შესაბამის რეკრუტირების ცენტრებში“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დღეს დილით, დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. 24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის არმია თავს დაესხა უკრაინას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
რუსეთის ჯარებმა განახორციელეს სარაკეტო თავდასხმები ბორისპოლის, ოზერნის, კულბაკინოს, ჩუგუევის, კრამატორსკის, ჩერნობაევკას აეროდრომებზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე. უკრაინის არმია მძლავრ წინააღმდეგობას უწევს ოკუპანტის არმიას.