ომით უკრაინაში რუსეთი უხეშად არღვევს ყველა საერთაშორისო სტანდარტსა და ნორმას,- ასე ეხმაურება ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.
„ომით უკრაინაში რუსეთი უხეშად არღვევს ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ნორმას.
საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი ახლა მშვიდობის უზრუნველყოფა და რუსეთის ქმედებაზე ადეკვატური რეაქციები უნდა იყოს.
ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს!“,- წერს მამუკა მდინარაძე.