უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გაერთიანებული ძალების ოპერაციის რაიონში ჩამოაგდეს რუსეთის 5 სამხედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი. ინფორმაციას უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, გაერთიანებული ძალების სამხედრო ქვედანაყოფები პოზიციებზე არიან, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევენ და მეტოქეს დანაკარგები აქვს.