სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
პატრიარქი „ტვიტერში“ წერს, რომ საომარი მოქმედებები დროულად უნდა შეჩერდეს.
„უკრაინაში დროულად უნდა შეჩერდეს საომარი მოქმედებები, თორემ იგი მსოფლიო ტრაგედიად იქცევა“, – წერს პატრიარქი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.