საქართველოში უკრაინის ელჩი ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ საელჩოს პრესსამსახური იტყობინებაა.
"24 თებერვალს საქართველოში უკრაინის საელჩოში გაიმართება საქართველოში უკრაინის ელჩის ი. დოლგოვის ბრიფინგი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის ახალ ტალღასთან დაკავშირებით", - ნათქვამია შეტყობინებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ახალი ტალღის დაწყების შესახებ განაცხადა. რუსეთის შეტევითი სამხედრო ოპერაციის მიზანია უკრაინის სახელმწიფოს განადგურება, უკრაინის ტერიტორიის ძალის გამოყენებით დაპყრობა და საოკუპაციო კონტროლის დამყარება.
"რუსული ჯარები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს უტევს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის დროებით ოკუპირებული დონბასისა და ყირიმის მხრიდან, ასევე ჩრდილო აღმოსავლეთიდან.
ეს არის ომის აქტი, თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევა.
უკრაინამ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გაააქტიურა თავდაცვის უფლება.
უკრაინელი სამხედროების საბრძოლო სულისკვეთება მაღალია, ჩვენი დამცველები მზად არიან წინააღმდეგონა გაუწიონ აგრესორ სახელმწიფოს და ყველაფერს გააკეთებენ უკრაინის მიწის დასაცავად. უკრაინა საერთაშორისო თანამეგობრობას დაუყონებლივი მოქმედებისკენ მოუწოდებს.
მხოლოდ ერთიან და გადამწყვეტ ნაბიჯებს შეუძლია შეაჩეროს ვლადიმერ პუტინის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.
ჩვენმა პარტნიორებმა დაუყოვნებლივ უნდა გაააქტიურონ ახალი სანქციების პაკეტი. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მეგობარ დედაქალაქებს გააგრძელონ ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით.
ჩვენ საერთო პასუხზე დამოკიდებულია არა მხოლოდ უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოება, არამედ მთელი ევროპის მოქალაქეების უსაფრთხოება და მსოფლიო წესრიგის მომავალი", განმარტებულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.