უკრაინის გვერდით ვდგავართ - სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო თავდასხმა მიუღებელია, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.
„უკრაინის გვერდით ვდგავართ. სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო თავდასხმა მიუღებელია. საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ, ყველა შესაძლო ზომა გამოიყენოს, რათა შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.