გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას ევროპისთვის შავი დღე უწოდა და რუსეთს აგრესიის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა - ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. ამას ვერაფერი გაამართლებს. გერმანია მკაცრად გმობს პრეზიდენტ პუტინის ამ უგუნურ ქმედებას და სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელებს. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები“, - განაცხადა შოლცმა.
მან აღნიშნა, რომ დასავლეთი დღის განმავლობაში გამართავს შეხვედრებს G7-ის, ნატო-სა და ევროკავშირის ფორმტაში და გააკეთებს განცხადებებს. „ეს საშინელი დღეა უკრაინისთვის და შავი დღე ევროპისთვის“, - დასძინა ოლაფ შოლცმა.
24 თებერვალს, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო