ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ უკრაინაზე რუსეთის თავდასხა დაგმო და დასავლეთს გადამწყვეტი მოქმედებებისკენ მოუწოდა.
„მკაცრად ვგმობ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო თავდასხმას. ეს საფრთხის ქვეშ აყენებს მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს და ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტს. დადგა დრო, დასავლეთმა სათანადოდ უპასუხოს“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
24 თებერვალს, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.