უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის და ხორციელდება სარაკეტო დარტყმები.
ზელენკსიმ განაცხადა, რომ რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე და მესაზღვრეებზე.
"მოგესალმებით ძვირასო თანამემამულეებო. დილიდან პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, დონბასის ტერიტორიაზე სპეციალური სამხედრო ოპერაცია ტარდება. რუსეთის ფედერაცია დარტყმებს აყენებს სამხედრო ინფრასტრუქტურას და სასაზღვრო ძალებს. იმედი გვაქვს პარტნიორების დახმარების", - თქვა ზელენსკიმ და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.