უკრაინას თავს რამდენიმე საზღვრიდან ერთდროულად დაესხნენ. ქვეყნის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით დილის 5 საათისთვის უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე თავდასხმა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან, ბელარუსის მიერ მხარდაჭერილი რუსული ჯარების მიერ მოხდა.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნეები იყვნენ სასაზღვრო ქვედანაყოფები, სასაზღვრო პატრული, საგუშაგოები. მათ თავს ესხმოდნენ არტილერიისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით.
სამხედრო იერიში ხორციელდება ანექსირებული ყირიმის ტერიტორიიდანაც.