გაეროში შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელი ლინდა თომას-გრინფილდი, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში შეიძლება შექმნას ერთ-ერთი უდიდესი ლტოლვილთა კრიზისი.
"თუ რუსეთი ამ გზას გააგრძელებს, ჩვენი შეფასებით, მას შეუძლია შექმნას ლტოლვილთა ახალი კრიზისი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი, რომლის წინაშეც შესაძლოა მსოფლიო დადგეს. რუსეთის მიერ ომის არჩევის გამო, შესაძლოა, 5 მილიონი შესაძლოა ადამიანი იძულებული გახდეს, უკრაინის მეზობელ ქვეყნებს მიაშუროს", - თქვა გრინფილდმა.
თომას-გრინფილდმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "რუსეთის აგრესია ემუქრება არა მხოლოდ მთელ უკრაინას, არამედ გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოს და თავად გაეროს“.
ამერიკელმა დიპლომატმა გაეროს წევრ სახელმწიფოებს ერთიანობისკენ მოუწოდა.
"ახლა არის იმის დრო, რომ თავი გვერდზე გავდგეთ. ვაჩვენოთ რუსეთს, რომ ის იზოლირებულია და მარტოა თავის აგრესიულ ქმედებებში. მოდით, სრულად დავდგეთ უკრაინისა და ყველა წევრი სახელმწიფოს სუვერენიტეტის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების გვერდზე", - თქვა ლინდა თომას-გრინფილდმა.