სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, სახალხო დამცველის ოფისის მიერ ჩატარებულ კონკურსში - "მე ომბუდსმენი" მონაწილეობისთვის სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა სერტიფიკატები გადასცა.
როგორც რადიო "ჰერეთი" იუწყება, სერტიფაკები და საჩუქრად წიგნები მარი ბარნაბიშვილს და თათია ნანობაშვილს გადაეცა.
კონკურსში საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებიდან 1000 გუნდი მონაწილეობდა.