საქართველოს ხელისუფლება გვერდში დაუდგება უკრაინას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ზელენსკის განცხადებას თუ დავაკვირდებით, მისი პოზიცია პატივსაცემია, როცა ამ რთულ ვითარებაში, სიმშვიდეს ინარჩუნებს.
"რაც შეეხება სანქციების ნაწილს, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისა და უკრაინის უსაფრთხოების ინტერესებით. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება გვერდში დაუდგება უკრაინას. ზელენსკის განცხადებას თუ დააკვირდებით, მისი პოზიცია პატივსაცემია, როცა ის ამ რთულ ვითარებაშიც ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიმტკიცეს და კვლავ ხაზა უსვამს, რომ ომი არ უნდა იყოს დაშვებული და ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები აღსრულდეს სხვა ბერკეტების მეშვეობით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.