ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობა სწორედ ხვდება, რომ უნდა ენდოს საერთაშორისო გამოძიებას და არა ჭორებს, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით.
პაპუაშვილის თქმით, გამოძიებაში ჩართული იყო საქართველოსთან ერთად გერმანიის და სხვა ქვეყნების გამოძიებები.
„ჩვენ გვაქვს ორი მოცემულობა, ერთი გახლავთ გამოძიება მათ შორის, რამდენიმე ქვეყნის ჩართულობით, რომელმაც დაადგინა დამნაშავე პირები, კავშირები, მათ შორის კავშირები, რომლებიც ზოგიერთ პოლიტიკოსთან მიდის ყოფილი ხელისუფლებიდან, გამოძიებაში ჩართული იყო საქართველოსთან ერთად გერმანიის და სხვა ქვეყნების გამოძიებები, ერთ მხარეს ეს გვაქვს და მეორე მხარეს გვაქვს ჭორები, რომლითაც უნდა მიაბან ეს თემა ადამიანებს, რომლებსაც უბრალოდ თითის დადებით შეარჩევენ ხოლმე, თუ ვისი დისკრედიტირება სურთ ახლა და შემდეგ კიდევ ვისი. ამიტომ, როცა გვაქვს ორი მოცემულობა - ერთი საერთაშორისო გამოძიება და მეორე ჭორები, ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობა სწორედ ხვდება, რომ უნდა ენდოს საერთაშორისო გამოძიებას და არა ჭორებს. წარმოდგენების სამყაროში ყოფნას, მე მირჩევნია ვენდო საერთაშორისო გამოძიებას, ვიდრე წარმოდგენებს, აღქმებს და ჭორებს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.