ანჯელინა ჯოლიმ თავისი პირველი საავტორი ფილმის გადაღებები, რომელიც 1992-1995 წლენში ბოსნიაში განვითარებულ მოვლენებს ასახავს, უნგრეთში გადაიტანა.
ასეთი გადაწყვეტილება ჯოლიმ მას შემდეგ მიიღო, რაც ფილმის გადაღებების წინააღმდეგ გამოვიდა ბოსნიური არასამთავარობო ოარგანიზაცია "ქალები - ომის მსხვერპლნი".
ბოსნიაში გადაღებები სულ რამდენიმე სავალდებულო კადრის "აკრეფას" დაეთმობა. თავდაპირველად დაგეგმილი 17 ეპიზოდის ნაცვლად ქვეყანაში მხოლოდ 5 ეპიზოდს გადაიღებენ.
თავად ჯოლი კი გადასაღებ მოადანზე მხოლოდ რამდენიმე საათით გამოჩნდება.
უნგრეთში გადსასაღებ მოედანზე, ჯოლისთან ჩასული მისი მეუღლე ბრედ პიტიც გამოჩნდა, რომელმაც საბრძოლო მოქედებებისას დაღუპული რიგითი ჯარისკაცის ეპიზოდური როლი მოირგო.
უნდა აღინიშნოს, რომ ჯოლიმ გადაღებების უფლება მეორე ცდიდან მოიპოვა. რისი მიზეზიც ბოსნიური ასოიციაცვია " ქალები _ ომის მსხვეროპლნი" გახდა.
ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ფილმში საუბარა იქნება მოძალადეზე და მისი მსხვერპლი ქალის სიყვარულის ისტორიაზე. ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ ეს იქნება "ისტორიის დამახინჯება" და მათი შეურაცხყოფა ვინც "ეს ომი გამოირა".
თავად ჯოლიმ განმარტა, რომ ფილმის მთავარი გმირები, რომელებიც ერთმანეთს ომმა დააშორა, ერთმანეთს სამხედრო ტყვეების ბანკაში შეხვდებიან.
"ის (ქალი) ბანაკში აღმოჩნდება, როგორც ტყვე, ის კი (მამაკაცი) როგორც მცველი", - განაცხადა ჯოლიმ