აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ 24 თებერვალს დაგეგმილი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან არ შედგება.
შეხვედრის გაუქმების ინიციატივა ენტონი ბლინკენს ეკუთვნის.
„გასულ კვირას შევთანხმდი საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან 24 თებერვალს შეხვედრაზე, რათა განეხილა ჩვენი ქვეყნების შეშფოთება ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მანამდე რუსეთი არ შეიჭრებოდა უკრაინაში. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ შეჭრა იწყება და რუსეთი აჩვენებს უარყოფის დიპლომატიას, ამ შეხვედრას აზრი არ აქვს“, - თქვა ბლინკენმა სამშაბათს ვაშინგტონში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან გამართულ ბრიფინგზე.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ აღნიშნულის თაობაზე მოკავშირეებს მოელაპარაკა და ისინიც დაეთანხმნენ. სახელმწიფო მდივნის თქმით, ლავროვს შეხვედრის გაუქმების თაობაზე წერილი 22 თებერვალს გაუგზავნა.
ბლინკენისა და ლავროვის შეხვედრა 24 თებერვალს, ჟენევაში უნდა შემდგარიყო.