ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტზე შეთანხმებას ეხმიანება.
"არავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში და ბრილიანტები ანტვერპენში", - დაწერა ბორელმა Twitter-ზე.
ცოტა ხნით ადრე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რიგგარეშე შეხვედრაზე ერთხმად შეათანხმეს სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარებასთან დაკავშირებით.