ტელეკომპანია "პირველი კავკასიური" ეთერში დღეს, 23 ნოემბერს, 20:00 საათზე გავა.
მაუწყებლობა თანამგზავრზე სატესტო რეჟიში დაიწყება.
მაუწყებლობა ონლაინ ფორმატში ინტერნეტშიც გავრცელდება.
როგორც ტელეკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს ახალი ამბების ორი გამოშვება, ინტერვიუ, მომავალი გადაცემების ანონსების ბლოკი.
ტელეკომპანია სრული ფორმატით, 2011 წლის იანვრიდან დაიწყებს მაუწყებლობას.
ეთერში გასვლამდე ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა სამომავლო გეგმებზე მედიისთვის ბრიფინგს გამართავს.