24 თებერვალს, 13:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის” მოწვევით საქართველოს პარლენტში გაიმართება სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას 2020 და 2021 წლების ანგარიშების მოსმენა.
"2021 წლის დეკემბერში, საპარლამენტო უმრავლესობამ დაჩქარებული წესით გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. მან ისე მიიღო გადაწყვეტილება ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე, რომ არც ერთი ეს ანგარიში არ მოისმინა.
მიგვაჩნია, რომ მმართველ პარტიას არ აქვს უფლება დაბლოკოს საპარლამენტო ტრიბუნა დამოუკიდებელი ინსტიტუტის ხელმძვანელისთვის და საზოგადოებას არ მისცეს შესაძლებლობა, საპარლამენტო განხილვის მეშვეობით, მიიღოს პასუხები კრიტიკულად მნიშვნელოვან კითხვებზე. ამიტომ ჩვენ გადავწტვიტეთ, უზრუნველვყოთ შესაბამისი ანგარიშების მოსმენა საქართველოს პარლამენტში.
მიგვაჩნია, რომ ინსპექტორის ანგარიშების მოსმენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ინტერესების და უფლებების დასაცავად და სახელმწიფო ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად", განმარტებულია "ლელოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს პარლამენტს 2021 წლის ანგარიში დღეს გაუგზავნა.