ხვალ, 24 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გურიას ეწვევა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, უწმინდესი ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში ჩავა, სადაც ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმს გახსნის.
გარდა ამისა, ილია მეორე აჭის ხეობასაც ესტუმრება და იქ არსებულ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას მოილოცავს.