გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი რუსეთს მოუწოდებს, გააუქმოს უკრაინის რეგიონების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების გადაწყვეტილება და დაუბრუნდეს კონფლიქტის დიპლომატიური და პოლიტიკური დარეგულირების გზას, როგორც ამას მინსკის შეთანხმებების ითვალისწინებს.
"პრეზიდენტ პუტინის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული თვითგამოცხადებული "სახალხო რესპუბლიკების" აღიარება არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და სერიოზული დარტყმა ყველა დიპლომატიური ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართულია მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი და პოლიტიკური მოგვარებისკენ", - ნათქვამია ბერბოკის განცხადებაში. .
ბერბოკის თქმით, ეს არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მორიგი დარღვევა, რასაც გერმანია მკაცრად გმობს.
"საერთაშორისო სამართლის დარღვევას, პარტნიორებთან კოორდინაციით, სათანადო პასუხს გავცემთ", - დასძენს ანალენა ბერბოკი.
რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.