დედაქალაქის მერი გიგი უგულავა მოსახლეობას გიორგობის დღესასწაულს ულოცავს.
"გიორგობა ორჯერ არის წელიწადში, მაგრამ 365-ჯერაც რომ იყოს, მას ყოველთვის განსაკუთრებით იზეიმებდა ქართველი ერი. მინდა ყველას მივულოცო ეს დღე და წარმატება, ჯანმრთელობა და წინსვლა ვუსურვო თითოეულ ადამიანს", - განაცხადა უგულავამ, რომლის თქმითაც, ქვეყნის წარმატება სწორედ თითოეული მოქალაქის წარმატებით იქმნება.
გიგი უგულავა დღეს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა, სადაც წირვას დაესწრო.