როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას – საზღვარზე გვყავს 50 000, 150 ან 1 მილიონი ჯარისკაცი, - განაცხადა 19 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთოხების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
“ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას 16 თებერვალს, 1 მარტს და 31 დეკემბერს. სხვა თარიღები უფრო გვჭირდება და ყველას კარგად ესმის რომელი. ხვალ უკრაინაში" ზეციური ასეულის" გმირების დღეა. 8 წლის წინ, უკრაინელებმა გააკეთეს არჩევანი, ბევრმა ამისთვის სიცოცხლე გაწირა. 8 წლის შემდეგ უკრაინამ მუდმივად უნდა მოითხოვოს ევროპული პერსპექტივის აღიარება? 2014 წლიდან რუსეთის ფედერაცია გვარწმუნებს, რომ არასწორი გზა ავირჩიეთ, რომ ევროპაში არავინ გველოდება. განა, ევროპამ გამუდმებით არ უნდა თქვას და საქმით დაამტკიცოს, რომ ეს ასე არ არის? არ უნდა თქვას ევროკავშირმა დღეს, რომ ჩვენი მოქალაქეები დადებითად უყურებენ უკრაინის კავშირში გაწევრიანებას? რატომ ვერიდებით ამ კითხვას? უკრაინა არ იმსახურებს პირდაპირ და გულწრფელ პასუხებს?
იგივე ეხება ნატოს. გვეუბნებიან, რომ ნატოს კარი ღიაა, მაგრამ ამ დროისთვის აუტსაიდერებს შესვლა ეკრძალებათ. თუ ალიანსის ზოგიერთ წევრს ჩვენი ნახვა არ სურს, ან ალიანსის ყველა წევრს არ სურს ჩვენი ნახვა, იყავით გულწრფელი. ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები და არა დახურული კითხვები წლების განმავლობაში", - თქვა ზელენსკიმ.