შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის განცხადებით, რუსეთი განარძობს დეზინფორმაციის, სიცრუისა და პროპაგანდის გავრცელებას. ამის შესახებ კამალა ჰარისა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კამალა ჰარისი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ამერიკულ დელეგაცია მეთაურობს.
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი "ისეთ თამაშს თამაშობს, რომელიც ყველასთვის კარგად ნაცნობია".
"რუსეთ ამტკიცებს, რომ ბრალი არაფერში მიუძღვის, თუმცა ამავდროულად, ქმნის უკრაინაში შეჭრის ყალბ საბაბს", - თქვა ჰარისმა და დასძინა, რომ დაზვერვის უახლესი მონაცემების თანახმად, რუსეთი განარძობს დეზინფორმაციის, სიცრუისა და პროპაგანდის გავრცელებას.
კამალა ჰარისის თქმით, რუსეთი კვლავ ირწმუნება, რომ თითქოს მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მისი ქმედებები წინააღმდეგობაში მოდის მისსავე განცხადებებთან.
ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ამერიკა და მისი მოკავშირეები მზად არიან დააწესონ "მკაცრი და უპრეცედენტო" ეკონომიკური სანქციები.
"ნებისმიერი სანქცია იქნება „სწრაფი, მკაცრი და ერთიანი“ და მიმართული იქნება რუსეთის ფინანსურ ინსტიტუტებსა და ძირითად ინდუსტრიებზე", - დასძინა მან.
ამავდროულად, კამალა ჰარისმა აღნიშნა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები არ გაემგზავრებიან უკრაინაში, თუმცა "აშშ გააგრძელებს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას.
ვიცე-პრეზიდენტის თქმით, დაახლოებით 6000 ამერიკელი ჯარისკაცი გაიგზავნა რუმინეთში, პოლონეთსა და გერმანიაში და "ისინი დაიცავენ ნატოს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრს".