უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას და ამის მიხედვით უნდა მივიღოთ ყოველი შემდგომი გადაწყვეტილება, - განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძის თქმით, უნდა ვიზრუნოთ, რომ არ დაიწყოს ომი და ზიანი არ მიადგეს მეგობარ უკრაინელ ხალხს.
"ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რაც შეეხება უკრაინის გარშემო მომდინარე მოვლენებს, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას და ამის მიხედვით უნდა მივიღოთ ყოველი შემდგომი გადაწყვეტილება.
ჩვენ სოლიდარობას კიდევ ერთხელ ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ნებისმიერი ომი, რომელიც შეიძლება, წარიმართოს უკრაინის ტერიტორიაზე, იქნება უმძიმესი, პირველ რიგში, უკრაინელი ხალხისთვის. პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ დაიწყოს ომი და ზიანი არ მიადგეს ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. ამასთანავე, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს უსაფრთხოებაზე და თითოეული ჩვენი ნაბიჯი იქნება ამ პრინციპით ნაკარნახევი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.