პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ რომ ბადრი ჯაფარიძე „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი იქნება. თუ ამ ბრძოლაში ისევ შემოვა ბრინჯაოს გიორგიდ წოდებული გიორგი გახარია, რომელიც სულ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის, რადგან რამენაირად მეორე ტურში გადაიყვანოს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი, ამ შემთხვევაში, შეიძლება, ეს ამბავი ცოტა უფრო საინტერესო გახდეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ზოგადად, დამნაშავედ ცნობილი ადამიანის კანდიდატად დაყენება კონკრეტული მუნიციპალიტეტის ამომრჩეველის შეურაცხყოფაა.
“პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ და წარმოვიდგინოთ, რომ ბადრი ჯაფარიძე „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი იქნება. სხვანაირად წარმოუდგენელია. თუ ამ ბრძოლაში ისევ შემოვა ბრინჯაოს გიორგიდ წოდებული გიორგი გახარია, რომელიც სულ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის, რადგან რამენაირად მეორე ტურში გადაიყვანოს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი, ამ შემთხვევაში, შეიძლება, ეს ამბავი ცოტა უფრო საინტერესო გახდეს. თუ ამას ვერ გაბედავს იმიტომ, რომ ძალიან გაშიშვლდა მათი მხრიდან „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერის პოლიტიკა, კიდევ უფრო მარტივი იქნება საქმე. გულწრფელად გეუბნებით, რომ ის 2-3%, რომელიც გახარიას ანგარიშზეა დარჩენილი, შეიძლება, ჩვენთვის ცოტა უხერხულობა იყოს. ახლა ერთ-ერთ ინტრიგად რჩება, ამ თამაშში ბრინჯაოს მედლისთვის მებრძოლი გახარია შემოვარდება თუ – არა. სხვ არაფერია, ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი, რადგან შეუძლებელია, ირაკლი შატაკიშვილს გარდაბნის ისტორიულ სოფლებსა და რუსთავში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა მოუგოს, მით უმეტეს, თუ ეს იქნება სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ბადრი ჯაფარიძე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.