ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ბადრი ჯაფარიძე იქნება „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი, სხვაგვარად წარმოუდგენელია. ერთადერთი თუ ამ ბრძოლაში ისევ შემოვა ბრინჯაოს, გიორგით წოდებული გახარია, რომელიც სულ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შესაბამისად, ბადრი ჯაფარიძე „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი იქნება.
„ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ბადრი ჯაფარიძე იქნება „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი, სხვაგვარად წარმოუდგენელია. ერთადერთი თუ ამ ბრძოლაში ისევ შემოვა ბრინჯაოს, გიორგით წოდებული გახარია, რომელიც სულ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის, რადგან როგორმე მეორე ტურში გადაიყვანოს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი. ამ შემთხვევაში შესაძლოა, ეს ამბავი უფრო საინტერესო გახდეს. მათი მხრიდან „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი პოლიტიკა ძალიან გაშიშვლდა. გულწრფელად გეუბნებით, ის 2-3%, რომელიც გახარიას ანგარიშზეა დარჩენილი, მისი ელექტორალური მხარდაჭერა, შეიძლება იყოს, ცოტა უხერხულობა ჩვენთვის“, - განაცხადა მდინარაძემ.