ცოტა ხნის წინ, ბერლინის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურიმ 2022 წლის გამარჯვებულები დაასახელა.
წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა ესპანელი რეჟისორის კარლა სიმონის კინოსურათმა "ალკარაზი", რომელსაც ოქროს დათვი გადაეცა.
ვერცხლის დათვი, ჟიურის გრან-პრი გადაეცა სამხრეთკორეელი რეჟისორის ჰონგ სანგ სუეს ფილმს - The Novelist’s Film (So-seol-ga-ui Yeong-hwa)
ვერცხლის დათვი, ჟიურის პრიზი გადაეცა ბოლივიელ-მექსიკელი რეჟისორის ნატალია ლოპეზ გალიარდოს ფილმს Robe of Gems.
ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცა ფრანგ სცენარისტსა და კინორეჟისორს კლერ დენის ფილმისთვის Both Sides of the Blades.
ვერცხლის დათვის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადაეცა მსახიობ მელტემ კაპტანს, ანდრეას დრესენის ფილმ Rabiye Kurnaz vs. George W. Bush-ში შესრულებული როლისთვის.
ვერცლის დათვი მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის გადაეცა მსახიობ ლორა ბაზუკის, კამილა ანდინის ფილმ Nana-ში შესრულებული როლისთვის.
ვერცხლის დათვი საუკეთესო სცენარისთვის გადაეცა ლაილა სტილერს ფილმისთვის Rabiye Kurnaz vs. George W. Bush.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ოქროს დათვი წელს სახელგანთქმულ ფრანგ მსახიობს იზაბელ იუპერს გადაეცა.
გამარჯვებულების გამოვლენის მიუხედავად, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი გრძელდება და 21 თებერვალს დაიხურება.
თემურ ჭუმბურიძე